ირანში მიწისძვრის შედეგად 23 ადამიანი დაშავდა

16:42, 01.04.2018

ირანში მიწისძვრის შედეგად 23 ადამიანი დაშავდა. 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგების ირანის დასაველთ ნაწილში მდებარე პროვინცია ქერმაშაჰში დაფიქსირდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ყველა დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ევროპის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ირანისა და ერაყის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობდა.

უკანასკნელად სტიქია ამავე რეფიონში შარშან ნოემბერში მოხდა. მაშინ სტიქიის სიმძლავრე 7,2 მაგნიტუდას აღწევდა. შედეგად დაიღუპა 530 ადამიანი.

მსგავსი