ირანში მიწისძვრას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

13:19, 08.07.2019

ირანში მიწისძვრას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 20-მდე კი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, სტიქიის სიმძლავრე 5.7 მაგნიტუდა იყო.

ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ მასჯედ-სოლეიმანის სიახლოვეს, 10 კილომეტრ სიღრმეში დაფიქსირდა.

მსგავსი