ირანში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 160 ათასს გადააჭარბა
ირანში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 160 ათასს გადააჭარბა

ირანში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 160 ათასს გადააჭარბა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში სამი ათასზე მეტი ინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დღემდე ვირუსისგან განკურნება შეძლო 125 206-მა ადამიანმა. ვირუსს 8 012 პაციენტი ემსხვერპლა.