ირანში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 2 095 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ირანში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 2 095 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ირანში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 2 095 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ირნა“ ავრცელებს.

ინფიცირებულების საერთო მაჩვენებელი ქვეყანაში უკვე 175 927-ს აღწევს.

ამასთან, ბოლო 24 საათში 74-ით გაიზარდა ფატალური შემთხვევების რიცხვიც, ქვეყანაში ახალ კორონავირუსს სულ 8 425 ადამიანი ემსხვერპლა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 138 000-ს აღემატება. ამასთან, 2 639 ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.