ირანში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ირანში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ირანში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 65 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ირანის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

საერთო ჯამში, ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 6 156 ადამიანი დაიღუპა.

ირანში ახალი კორონავირუსით სულ 96 448 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 2787-ის მდგომარეობა კრიტიკულია.