ირანში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვმა 600 ათასს გადააჭარბა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 8 011 პირს დაუდასტურდა, 365 კი გარდაიცვალა.
ინფორმაციას „ირნა“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ირანში „კოვიდ-19“ 604 952 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 34 478 გარდაიცვალა.