ირანში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეკორდული ზრდის გამო, რეგულაციები გამკაცრდება
ირანში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეკორდული ზრდის გამო, რეგულაციები გამკაცრდება

ირანში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეკორდული ზრდის ფონზე რეგულაციები გამკაცრდება. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანში „კოვიდ-19“ 9 450 ადამიანს დაუდასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

ლეტალური შემთხვევების რიცხვი 423-ით გაიზარდა და 37 832-ს შეადგენს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ირანში „კოვიდ-19“ სულ 673 250 პირს დაუდასტურდა.

ახალი რეგულაციებით მომდევნო ერთი თვის განმავლობაში აუცილებელი დაწესებულებების გარდა, ყველა სხვა ბიზნესი საღამოს 18:00 საათზე დაიკეტება.