ირანში „კოვიდ-19“-ის 22 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ირანში „კოვიდ-19“-ის 22 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ირანში „კოვიდ-19“-ის დღიური ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი, 22 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო სამი დღეა, ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი იზრდება. ვირუსს ბოლო 24 საათში 185 ადამიანი ემსხვერპლა.

საერთო ჯამში ქვეყანას 2 მილიონზე მეტი ინფიცირებული და 64 ათასამდე გარდაცვლილი ჰყავს.