ირანში „კოვიდ-19“-ის 13 053 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
15:29, 16.11.2020
ირანში „კოვიდ-19“-ის რეკორდული მაჩვენებელი – 13 053 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გასული 24 საათის განმავლობაში, ვირუსს 486 ადამიანი ემსხვერპლა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში აღრიცხულია ინფიცირების 775 121 შემთხვევა. მათ შორის ლეტალური აღმოჩნდა 41 979.