ირანში კორონავირუსით გარდაცვალების 73 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 11 მარტიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია
ირანში კორონავირუსით გარდაცვალების 73 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 11 მარტიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

ირანში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების კიდევ 73 შემთხვევა დაფიქსირდა.

ადგილობრივი მედიასაშუალება „ირნას“ ინფორმაციით, ქვეყანაში გარდაცვალების სტატისტიკა უკვე შვიდი დღეა, იკლებს და 11 მარტის შემდეგ ეს ქვეყანაში გარდაცვალების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია.

ირანში „კოვიდ-19“-ის სულ 5 031 ფატალური შემთხვევა ფიქსირდება, კორონავირუსი კი, სულ 80 868 პაციენტს აქვს დადასტურებული.

ქვეყნის მასშტაბით ტესტირება 330 137 მოქალაქეს ჩაუტარდა.