ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 150 ათასს გადააჭარბა
ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 150 ათასს გადააჭარბა

ირანში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 150 ათასს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში ვირუსის 2 516 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საერთო ჯამში კი, ინფიცირებულია 151 466 ადამიანი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ირანში „კოვიდ-19“-ით 63 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში ქვეყნაში ვირუსით 7 797 ადამიანია დაღუპული.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გამოჯანმრთელებულია 118 848 ადამიანი, 2 527 კი, კრიტიკულ მდგომარეობაშია.

დატოვე კომენტარი