ირანში კორონავირუსით ინფიცირებული პოლიტიკოსი გარდაიცვალა
ირანში კორონავირუსით ინფიცირებული პოლიტიკოსი გარდაიცვალა

ირანში კორონავირუსით ინფიცირებული პოლიტიკოსი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. ფატიმა რაჰბარი ირანის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ აირჩიეს.

როგორც ცნობილია, კორონავირუსის დადგენის შემდეგ მას ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა და სუნთქვით აპარატზე იმყოფებოდა. პოლიტიკოსი 6 მარტს დაიღუპა.

ოფიციალური მონაცემებით, ირანში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 124-ს შეადგენს. ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ინფექციის დადასტურებული 4 747 შემთხვევა ფიქსირდება.