ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა

18:25, 01.03.2020

ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა. აღნიშნულ მონაცემებს ირანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ოფიციალური მონაცემებით, დაავადებულთა რიცხვი 978-ს შეადგენს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსის 385 ახალი შემთხვევა. 175 დაავადებული პირი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფო დატოვა. ​

კორონავირუსის გავრცელების გამო, ირანში დაიხურა სკოლები და საზოგადოებრივი შეკრებები აიკრძალა.

მსგავსი