ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4 747-მდე გაიზარდა
ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4 747-მდე გაიზარდა

ირანში, ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 117 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ირანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ქვეყნის მასშტაბით ახალ კორონავირუსს უკვე 4 747 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, ფატალური შემთხვევების რიცხვმა ბოლო ორი დღის მონაცემებთან შედარებით მცირედით იკლო.

ირანში კორონავირუსი 72 000-მდე ადამიანს აქვს დადასტურებული.