ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 35-ით გაიზარდა
ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 35-ით გაიზარდა

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 35-ით გაიზარდა და 6 937-ს შეადგენს.

ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ქვეყანაში გამოვლინდა კოვიდინფიცირების 1 757 ახალი შემთხვევა და საერთო მაჩვენებელი 118 392-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 93147 ადამიანი.