ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მეორე დღეა, ორასს აჭარბებს

15:16, 12.10.2020

მეორე დღეა ირანში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 200-ს აჭარბებს. ინფორმაციას „ასოშიეტიდ პრესი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 272 ადამიანი დაიღუპა. ასევე, ბოლო 24 საათში ვირუსის 4 206 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ირანში „კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დღემდე 500 000 ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 28 000 ადამიანი.

მსგავსი