ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 92-მდე გაიზარდა

15:51, 04.03.2020

ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 92-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, ირანში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 2922 ადამიანი.

ირანი პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, ვირუსმა ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში შეაღწია.

მსგავსი