ირანში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 354-მდე გაიზარდა

16:12, 11.03.2020

ირანში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 354-მდე გაიზარდა.

ქვეყანაში დადასტურებულია ინფიცირების 9 ათასი შემთხვევა. ასევე, განიკურნა 2954 ადამიანი.

ამასთან, ირანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა ბაჰრეინმა. ევაკუირებული 165 ადამიანიდან კორონავირუსი 77-ს დაუდასტურდა.

მსგავსი