ირანში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 141 ადამიანი დაიღუპა
ირანში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 141 ადამიანი დაიღუპა

ირანში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 141 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ირანული მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსი კიანუშ ჯაჰანპური აცხადებს, რომ ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოროანვირუსით დაინფიცირების 3 111 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საერთო ჯამში, ირანში კორონავირუსი 44 606 ადამიანს დაუდასტურდა, 14 656 კი უკვე გამოჯანმრთელდა. ირანში ვირუსს დღემდე 2 898 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში 3 703 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.