ირანში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 139 ადამიანი გარდაიცვალა

13:52, 28.03.2020

ირანში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 139 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან გამოვლინდა ინფიცირების 3000 ახალი შემთხვევა.

შედეგად, ახალი კორონავირუსით გავრცელების შემდეგ დღემდე ირანში ინფიცირებულთა რიცხვი 35 048-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია სულ 2517 ადამიანი.

მსგავსი