ირანში კორონავირუსისგან 106 და 100 წლის პაციენტები გამოჯანმრთელდნენ
ირანში კორონავირუსისგან 106 და 100 წლის პაციენტები გამოჯანმრთელდნენ

ირანში ახალი კორონავირუსისგან 106 და 100 წლის პაციენტები გამოჯანმრთელდნენ.

ირანული მედიის ინფორმაციით, ორივე შემთხვევა ქალაქ ყუმის საავადმყოფოებში მოხდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქ მეშჰედში კორონავირუსისგან 98 წლის პაციენტი განიკურნა.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, კიანუშ ჯაჰანპურის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით დაინფიცირების 2 483 შემთხვევა გამოვლინდა, 151 ადამიანი კი დაიღუპა. 58 226 შემთხვევიდან, ირანში ვირუსი უკვე 22 011 ადამიანმა დაამარცხა.