ირანში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი კიდევ 5 039-ით გაიზარდა
ირანში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი კიდევ 5 039-ით გაიზარდა

ირანში „კოვიდ-19“-ის შემთხვევათა რიცხვი კიდევ 5 039-ით გაიზარდა. გასული 24 საათის განმავლობაში 322 ადამიანი გარდაიცვალა.

საერთო ჯამში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოზი 539 670 ადამიანს დაუდგინეს, მათგან 31 034-სთვის ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა.

ირანი ახლო აღმოსავლეთში პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა.