ირანში კორონავირუსის 9 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 459 ადამიანი
ირანში კორონავირუსის 9 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 459 ადამიანი

ირანში „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანში „კოვიდ-19“-ის 9 236 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 459 ადამიანი დაიღუპა.

პანდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში „კოვიდ-19“ საერთო ჯამში 682 486 პირს დაუდგინდა, მათ შორის 38 291 გარდაიცვალა.