ირანში კორონავირუსის 3 902 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ირანში კორონავირუსის 3 902 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. „კოვიდ-19“ ქვეყანაში 3 902 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 235 ინფიცირებული. შესაბამის ინფორმაციას ირანის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უკიდურესად რთული ვითარებაა დედაქალაქ თეირანში.

ირანში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 475 674 შემთხვევა, მსხვერპლთა საერთო რიცხვი 27 192-ს შეადგენს. 4,167 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ირანის კორონავირუსის კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ თეირანში დაავდების გავრცელება საგანგაშოა, მკვეთრად მზარდია ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რაოდენობა, საავადმყოფოებში კი ინფიცირებულების მისაღებად ადგილები აღარ არის.