ირანში კორონავირუსის 3 825 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 211 პაციენტი
ირანში კორონავირუსის 3 825 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 211 პაციენტი

ირანში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში 3 825 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 211 პაციენტი. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ირანში „კოვიდ-19“-ის 461 044 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 26 380 ადამიანი.