ირანში კორონავირუსის 3 822 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 251 პაციენტი
ირანში კორონავირუსის 3 822 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 251 პაციენტი

ირანში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 3 822 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 251 ადამიანი. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ირანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ირანში „კოვიდ-19“-ის 500 075 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 28 544 ადამიანი.