ირანში კორონავირუსის 21 063 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 258 პაციენტი გარდაიცვალა
ირანში კორონავირუსის 21 063 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 258 პაციენტი გარდაიცვალა

ირანში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 258 ადამიანი დაიღუპა, რაც დეკემბრის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში ირანში კორონავირუსი ლაბორატორიულად 21 063 ადამიანს დაუდასტურდა.

ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, ვირუსის და ლეტალური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებლად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ირანში „კოვიდ-19“-ის 2 070 141 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 64 490 ადამიანი. მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის უმეტეს რეგიონებში ათდღიანი კარანტინი გამოცხადდა.