ირანში კორონავირუსის 2 625 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა კიდევ 229 ადამიანი

15:10, 21.07.2020

ირანში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 229 ადამიანი დაიღუპა და ვირუსის 2 625 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

საერთო ჯამში ირანში „კოვიდ-19“-ის 300 000 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 14 634 ადამიანი.

მსგავსი