ირანში კორონავირუსის 13 402 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ირანში კორონავირუსის 13 402 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ირანში „კოვიდ-19“-ის 13 402 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ლეტალური შემთხვევების რიცხვი კი 391-ით გაიზარდა.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ირანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის გავრცელების ტემპი შენელებულია, რადგან მოსახლეობის 90 პროცენტი დაწესებულ რეგულაციებს ემორჩილება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გამოვლენილია ინფიცირების 935 799 შემთხვევა, მათ შორის 7 486 გარდაიცვალა.