ირანში კორონავირუსის 10 463 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 458 ადამიანი
ირანში კორონავირუსის 10 463 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 458 ადამიანი

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 10 463 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 458 ადამიანი. ეს ქვეყნისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ირანში „კოვიდ-19“-ის 692 949 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 38 749 პაციენტი.