ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2 715 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

15:22, 03.04.2020

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2 715 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ვირუსი დადგენილი საერთო ჯამში 53 ათასზე მეტ ადამიანს აქვს. ბოლო 24 საათში 134 პაციენტი გარდაიცვალა, რითაც კორონავირუსის მსხვერპლის რიცხვი 3294 -მდე გაიზარდა. იზრდება გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობაც, დღეისათვის ვირუსისგან 17 935 ადამიანი განიკურნა.

ირანში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 19 თებერვალს დაფიქსირდა.

მსგავსი