ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 212-ით გაიზარდა

16:14, 27.07.2020

ირანში გასულ 24 საათში კორონავირუსით 212 პაციენტი გარდაიცვალა. 2434 -ით გაიზარდა ინფიცირების ახალი შემთხვევები.

ქვეყანაში 293 600-ზე მეტი ინფიცირებულია. ვირუსისგან უკვე განიკურნა 255 ათასზე მეტი.

3800-პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, ვირუსს საერთო ჯამში 16 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი