ირანში, გასულ ღამეს საპროტესტო აქციებზე ათამდე ადამიანი დაიღუპა
ირანში, გასულ ღამეს საპროტესტო აქციებზე ათამდე ადამიანი დაიღუპა

ირანში, გასულ ღამეს აქციის მონაწილეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირების შედეგად ათამდე ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, საერთო ჯამში, დემონსტრაციების დროს დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.

BBC-ის ინფორმაციით, ექვსი მეამბოხე იმ დროს მოკლეს, როდესაც პოლიციის ერთ-ერთი განყოფილებიდან იარაღის მოპარვას ცდილობდა.

საპროტესტო აქციები ირანში ფასების ზრდისა და კორუფციის წინააღმდეგ გასული წლის 28 დეკემბერს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

BBC-ის ცნობით, დემონსტრაციების დროს ასობით ადამიანი დააკავეს.