ირანში გასულ 24 საათში „კოვიდ-19“-ით 452 ადამიანი დაიღუპა და ვირუსის 11 203 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ირანში გასულ 24 საათში „კოვიდ-19“-ით 452 ადამიანი დაიღუპა და ვირუსის 11 203 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ირანში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 452 ადამიანი დაიღუპა და ვირუსის 11 203 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი მატების გამო, ქვეყანაში შეზღუდვების გამკაცრება იგეგმება. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანმა განაცხადა.

ჯერ უცნობია, რა დამატებითი შეზღუდვები შევა ძალაში. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ირანში ვირუსის 749 525 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 41 034 ადამიანი.