ირანში, ფარსის პროვინციაში 5,7 მაგნიტუდის სიმლავრის მიწისძვრა მოხდა

01:41, 10.06.2020

ირანის სამხრეთ ნაწილში, ფარსის პროვინციაში 5,7 მაგნიტუდის სიმლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეპიცენტრი ქალაქ ბეირამიდან 22 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.

ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

მსგავსი