ირანში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის 4 019 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ირანში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის 4 019 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 239 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას გამოცემა „ბიბისი“ ავრცელებს.

საერთო ჯამში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 27 658 ადამიანია გარდაცვლილი.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ირანში ვირუსის 4 019 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

8 ოქტომბრის მონაცემებით, ირანში სულ „კოვიდ-19“-ის 483 844 რეგისტრირებული შემთხვევაა.