ირანში დემონსტრანტები სასულიერო სკოლას დაესხნენ თავს
ირანში დემონსტრანტები სასულიერო სკოლას დაესხნენ თავს

ირანში დემონსტრანტები სასულიერო სკოლას დაესხნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Fars-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, დემონსტრანტები, ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებდნენ და რელიგიურ სკოლაში შეჭრას ცდილობდნენ. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. შემთხვევა ქალაქ კარაჯში მოხდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, დემონსტრანტების რიცხვი 500-ს აღემატებოდა და ისინი სისტემის საწინააღმდეგო ლოზუნგებს ყვიროდნენ.

ირანში აქციების შესახებ ინფორმაცია ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება. ამ ცნობების დადასტურება შეუძლებელია, რადგან მედიას უკანონო აქციების გადაღება ეკრძალება.

სოციალურ მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ირანელები ქვეყენაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ სიტუაციას აპროტესტებენ და ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდებენ. ისინი ასევე უპირისპირდებიან ირანის სულიერ ლიდერის აიათოლა ხამენეის.

ირანის ეკონომიკაში სირთულეები აშშ-ის მხრიდან ეკონომიკური სანქციების ხელახალ ამოქმედების მოლოდინს უკავშირდება. შეზღუდვების პირველი პაკეტი ძალაში 6 აგვისტოდან უნდა შევიდეს. ამის გამო ირანი ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა, რამაც სამომხმარებლო ფასების მატება გამოიწვია.