ირანში დაპატიმრებულმა დიდი ბრიტანეთის მოქალაქემ შიმშილობა გამოაცხადა
ირანში დაპატიმრებულმა დიდი ბრიტანეთის მოქალაქემ შიმშილობა გამოაცხადა

ირანში დაპატიმრებულმა დიდი ბრიტანეთის მოქალაქემ, ნაზანინ ზაგარი-რეტკლიფმა შიმშილობა გამოაცხადა.

როგორც დაპატიმრებული ქალის ქმარმა, რიჩარდ რეტკლიფმა განაცხადა, დაკავებული მის უპირობო გათავისუფლებას ითხოვს. მისი თქმით, ცოლის მხარდასაჭერად ლონდონში, ირანის საელჩოსთან საპროტესტო აქციის გამართვას  და ასევე შიმშილობის დაწყებას გეგმავს.

ნაზანინ ზაგარი-რეტკლიფის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

დიდი ბრიტანეთისა და ირანის მოქალაქე ნაზანინ ზაგარი-რეტკლიფი თეირანის აეროპორტში 2016 წლის აპრილში დააკავეს. ის ბრიტანეთიდან ირანში მშობლების მოსანახულებლად იყო ჩასული და უკან ბრუნდებოდა. ირანის ხელისუფლება ქალს ჯაშუშობასა და დასავლურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს. მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ზაგარი-რეტკლიფი ყველა ბრალდებას უარყოფს.