ირანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 51 ადამიანი დაიღუპა

15:38, 10.05.2020

ირანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 51 ადამიანი დაიღუპა. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 1 383 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, ირანში „კოვოდ-19“-ს 6 640 ადამიანი ემსხვერპლა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 107 603 შემთხვევა გამოვლინდა. ირანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში „კოვიდ 19“-სგან უკვე 86 143 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ირანში კორონავირუსიზე ტესტირება უკვე 586 699 ადამიანს ჩაუტარდა.

მსგავსი