ირანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 125 ადამიანი დაიღუპა
ირანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 125 ადამიანი დაიღუპა

ირანში კორონავირუსს ბოლო ერთ დღეში 125 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში ვირუსით დაღუპულების რიცხვი 4 357-მდე გაიზარდა.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, კიანუშ ჯაჰანპურის განცხადებით, ქვეყანაში ინფიცირების 1 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თეირანში აცხადებენ, რომ კორონავირუსისგან დღემდე 41 947 ადამიანი განიკურნა.

ირანში „კოვიდ-19“ სულ 70 029 ადამიანს დაუდასტურდა. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 987 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.