ირანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსს 194 ადამიანი ემსხვერპლა
ირანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსს 194 ადამიანი ემსხვერპლა

ირანში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 194 ადამიანი გარდაიცვალა.

ასევე, დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 2 186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ირანში „კოვიდ-19“-ის 257 303 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ლეტალური შემთხვევების რიცხვმა კი 12 829 შეადგინა.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, 5 ივლისიდან ქვეყანაში ზომები ისევ გამკაცრდა.

ირანში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა, ასევე აიკრძალა მასობრივი შეკრება.