ირანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 168 ადამიანი გარდაიცვალა
ირანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 168 ადამიანი გარდაიცვალა

ირანში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 168 ადამიანი გარდაიცვალა. სააგენტო „ირნას“ ცნობით, დაავადების მსხვერპლთა საერთო რიცხვმა 3 452 შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ასევე, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 2 560 შემთხვევა.

სულ ქვეყანაში დაფიქსირდა კორონავირუსის 55 743 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 19 736 დაავადებული. 4100-ზე მეტი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.