ირანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 94 პაციენტი გარდაიცვალა
ირანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 94 პაციენტი გარდაიცვალა

ირანში ახალი კორონავირუსით კიდევ 94 პაციენტი დაიღუპა. სულ ქვეყნის მასშტაბით ვირუსით გამოწვეული ფატალურ შემთხვევათა რიცხვი 5 391-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ირნა“ ავრცელებს.

ქვეყანაში 1194-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობაც, რომელიც ახლა 85 996-ს შეადგენს. მათ შორის 63 113 გამოჯანმრთელებულია, 3 311 მოქალაქე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.