ირანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 207 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 3 677
ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 207 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინფიცირების 3 677 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით „ირნა“ ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ირანში გამოვლენილია ინფიცირების 453 637 შემთხვევა, მათ შორის 25 986 ლეტალურად დასრულდა.