ირანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 207 ადამიანი დაიღუპა
ირანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 207 ადამიანი დაიღუპა

ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 207 ადამიანი დაიღუპა. ეს აგვისტოს შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პირველ აგვისტოს ირანში კორონავირუსით 216 ადამიანი დაიღუპა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 3 563 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ირანში ვირუსის 439 882 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 25 222 ადამიანი.