ირანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19 -ის 13 843 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 469 ადამიანი
ირანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19 -ის 13 843 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 469 ადამიანი

ირანში „კოვიდ-19 -ის რეკორდული მაჩვენებელი – 13 843 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ვირუსს 469 ადამიანი ემსხვერპლა.

ირანის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები, მათ შორის ატარონ ნიღაბი და დაიცვან დისტანცია.

შეგახსენებთ, 21 ნოემბერს ირანში ორკვირიანი კარანტინი დაწესდა, რის გამოც ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა, რომელსაც პირველადი დანიშნულების სტატუსი არ გააჩნია.

ეპიდემიის გავრცელდებიდან დღემდე, ირანში გამოვლენილია კორონავირუსის 894 385 შემთხვევა, მათგან 46 207 პაციენტი გარდაიცვალა.