ირანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 653 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 211 ინფიცირებული
ირანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 653 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 211 ინფიცირებული

ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 211 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ირნა“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში ვირუსის ლეტალური შემთხვევების საერთო რიცხვი 26 957-ს აღწევს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 3 653 ადამიანს დაუდასტურდა. ირანში ინფიცირებულთა ჯამური მაჩვენებელი 471 772-ს შეადგენს, მათ შორის 389 966 უკვე გამოჯანმრთელდა.