ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 337 ადამიანი ემსხვერპლა
ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 337 ადამიანი ემსხვერპლა

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით გამოწვეული ლეტალური შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.

ვირუსით ბოლო 24 საათში 337 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 4 251 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 534 631 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 39 712 ადამიანი.