ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 212 ადამიანი ემსხვერპლა
ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 212 ადამიანი ემსხვერპლა

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსულ ინფექციას 212 ადამიანი ემსხვერპლა.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში „კოვიდ 19“ – ით უკვე 17 617 ადამიანი დაიღუპა. თეირანში ამბობენ, რომ ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექცია 2 751 ადამიანს დაუდასტურდა.

ირანში საერთო ჯამში „კოვიდ 19“- ით დღემდე 314 786 ადამიანი დაინფიცირდა, 4 132 პაციენტი კი ამ დრომდე საავადმყოფოებში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 272 535-ს აღწევს.

ირანის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით უკვე 2.5 მილიონზე მეტი ტესტირება ჩაატარა.

დატოვე კომენტარი