ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 111-ით გაიზარდა

13:52, 13.04.2020

ირანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 111-ით გაიზარდა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 4 585 ადამიანია დაღუპული. დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 73 303-ია.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ვირუსისგან 45 983 ადამიანი განიკურნა. ამ დროისთვის საავადმყოფოებში 3 877 კრიტიკული პაციენტი რჩება.

მსგავსი